საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემგაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს.