ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რიჟვაძე  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნათესაობაზე: “მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა”

გავრცელებული ინფორმაციით აჭარის მთავრობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ნათესავია. ამასთან დაკავშირებით  როჟვაძეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შეხვედრაზე კითხეს.

როგორც რიჟვაძემ განაცხადა ისინი ნათესავები არ არინ.

„მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა“ – განაცხადა როჟვაძემ.

კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ეს ხელს მათ მუშაობაში, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ეს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს არ შეგვიშლის“. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თორნიკე რიჟვაძის მეუღლე მაგდა მამულაძე და დავით გაბაიძის მეუღლე ნათია დიასამიძე, დეიდაშვილები არიან.

თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ თანამდებობის დატოვების შესახებ პატაკი დაწერა და ის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა.

დღეს, 20 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან.შეხვედრას ესწრება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეც

იტვირთბა....