შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრძანებულება გამოსცა.
19 ივლისის ბრძანებულების თანახმად, შეწყალების კომისიაში შედიან:
ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე;
ლია მუხაშავრია – იურისტი, უფლებადამცველი;
ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი;
რევაზ კიკნაძე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი;
კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი;
გივი შაჰნაზარი – მწერალი;
თეოდორე ჭუაძე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი;
ნინო კიკნაძე – იურისტი;
არინა თავაქარაშვილი – პედაგოგი.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის წინა შემადგენლობიდან, აღარ არიან თამარ ხიდაშელი და უჩა ნანუაშვილი, ახალ წევრებად კი დაემატნენ ნინო კიკნაძე და არინა თავაქარაშვილი.