რუისთან მომხდარ ავტო საგზაო შემთხვევას ეღტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცეებული ინფორმაციით მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით მოძრავ მძღოლს ჩაეძინა და გაჩერებაზე მდგომ დედა-შვილს დაეჟახა.
60 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი 35 წლის შვილი კი “გორმედში” გადაიყვანეს.
როგორც “მეტრონომს” “გორმედში” განუცხადეს, პაციენტის სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემოიყვანეს მრავლობითი ექსკორიაციებით და ამ დრომდე უტარდება დამატებითი კვლევები” – განაცხადეს “გორმედში”.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.