ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარდაბანში და მარნეულში გიურზამ ორი ადამიანი დაკბინა

შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი გარდაბანსა და მარნეულში  დაფიქსირდა.

როგორც “მეტრონომს” რუსთვის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, სადაც ორ ადამიანს შესაბამისი აცრა ჩაუტარდათ, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ისისნი უკვე საავადმყოფოდან გაწერეს.

“მეტრონომი” ასევე დაინტერესდა ქონდა თუ არა საავადმყოფოს შესაბამისი ანტიქვეწარმავლის აცრების მარაგი, რაზეც კლინიკამ გვიპასუხეს რომ მათ მარაგი აქვთ.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაციით ზაფხულის პერიოდში გველის მიერ დაკბენილი პაციენტები  კლინიკას ძირითადად მარნეულიდან ან გარდაბნიდან აკითხავენ.

იტვირთბა....