რუსეთში ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის ჩატარება დაიწყეს. ამ ღონისძიებას „როსპოტრებნადზორი“ ხელმძღვანელობს. ამის შესახებ თავად ამ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
“2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია ალკოჰოლური პროდუქციის პარტია, რომელიც არ შეესაბამება სავალდებულო მოთხოვნებს, რაც დადგენილია მომხმარებლთა უფლებების დაცვის სფეროში ტექნიკური რეგლამენტით და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ის პროდუქცია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, საერთო ჯამში 16 ათასი ლიტრის მოცულობისაა და რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ რუსეთში აკრძალეს და დაბლოკეს ქართული ღვინის და მინერალური წყლის შეტანა, რაც ექსპერტების აზრით, პოლიტიკურ მოტივებთან იყო დაკავშირებული.
იტვირთბა....