ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამარშრუტო ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და მოქალაქეს დაეჯახა

საშინელი შემთხვევა მოხდა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე. როგორც თვითმხილველები ყვებიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დასუფთავების სამსახურის მანქანას უკნიდან შეეჯახა. დასუფთავების მანქანის უკან იმყოფებოდა სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც მინიავტობუსი დაეჯახა. სამწუხაროდ, ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა თავად განაცხადა, რომ მას საჭესთან ჩაეძინა.

აღნიშნულ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

იტვირთბა....