ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს ტყიბულში აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ

ტყიბულში, მეშახტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაპირისპირება მოხდა.  მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრაზე მისული „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აქციის მონაწილეებმა მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში დაადანაშაულეს. ინფორმაცია პირველი არხი ავრცელებს

„შენს მოსვლამდე შახტში ხალხი არ იხოცებოდა. 15 ადამიანის მკვლელობაში ხარ გასვრილი”, ამის შესახებ ელდარ ჩაფიძემ ჯამბულ ჯაყელს განუცხადა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ მზადაა დატოვოს თანამდებობა.

„ შევპირდი, რომ განვიხილავდი მოთხოვნას რამდენიმე მაღალი და პასუხისმგებელი პირის მოხსნასთან დაკავშირებით, არც მე არ ვაპირებ აქ დარჩენას”,-განაცხადა კომპანია საქნახშირის გენერალურმა დირექტორმა 1-ელ არხთან.

დღევანდელ აქციაზე კომპანიის მმართველად სწორედ ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა დაასახელეს. მას ამ დროისთვის მინდელის სახელობის შახტში წარმოების უფროსის თანამდებობა უჭირავს.

შეგახსენებთ, მეშახტეები ტყიბული-თერჯოლის მარჟორიტარ დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს ხვდებიან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.გამგეობის შენობასთან შეხვედრაზე მივიდნენ ღია კარიერებზე დასაქმებულები და ტყიბულის მცხოვრებლები.

ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....