ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გედევან ფოფხაძე “ქართულ ოცნებას” ბოდიშს უხდის

დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძე მის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე ბოდიშს იხდის.

როგორც ფოფხაძემ განაცხადა  მმართველი პარტია კომუნისტებს შეადარა და თქვა,  რომ მას „ქართული ოცნების” ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია უნდა ერქვას.

რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, გედევან ფოფხაძე თვლის, რომ დიალოგის რესურსი ჯერ ამოწურული არ არის და მზადყოფნას გამოთქვამს ჭიჭინაძესა და მმართველ გუნდს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.

გედევან ფოფხაძე თვლის, რომ “ქართული ოცნების“ სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ფორმატში უნდა განიხილონ.

შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....