ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტი ჯვაროსნების ფორმით მივიდა

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დღეს ისტორია  ბარდებოდა.  თბილისის 175-ე სკოლაში აბიტურიენტი, გიორგი ჟუჟუნაშვილი გამოცდაზე ჯვაროსნების ფორმაში გამოწყობილი მივიდა. ამის შესახებ ინფორმაცია edu.aris.ge ავრცელებს.

აბიტურიენტის თქმით, ჯვაროსნული ლაშქრობები ისტორიის ერთ-ერთი მთავარი თემაა და თემატიკას მოერგო. პერფორმანსის მიზანი კი აბიტურიენტებში სტრესის განმუხტვა იყო.

“სანამ გამოცდაზე წავიდოდი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე დავრეკე და გავარკვიე, შემეძლო თუ არა განსხვავებული ფორმით მისვლა და მითხრეს რომ პრობლემა არ იყო. დამკვირვებლების რეაქციაც ჩემს ჩაცმულობაზე იყო ძალიან კარგი. უბრალოდ, ერთი ის იყო, რომ თავიდან დაცვისთვის ახსნა დამჭირდა, რომ ნამდვილად აბიტურიენტი ვიყავი, ადმინისტრაციაშიც დარეკეს და გადაამოწმეს”, – უთხრა აბიტურიენტმა გიორგი ჟუჟუნილმა edu.aris.ge-ს

აბიტურიენტის თქმით, მუზარადი და სამკლავურები გდაამოცდის დაწყებამდე დაატოვებინეს,დანარჩენი კი ყველაფერი შეატანინეს.

“საგამოცდო სექტორში რომ შევედი დამკვირვებელსაც და აბიტურიენტებსაც გაუკვირდათ, მაგრამ ცუდი რეაქცია არავის ჰქონია. პირიქით, სიტუაცია ცოტა განიმუხტა”, – განაცხადა გიორგი ჟუჟუნაშვილმა.

იტვირთბა....