ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუბარი: “დევნილთა ბინების მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს”

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ დევნილთა ბინების მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

„მშენებლობის ნაწილს აქამდეც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებდა. ეს ორად იყო გაყოფილი და ახლა, ერთი ქოლგის ქვეშ მოექცევა, რაც სწორი იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, გასაგებია, დევნილთა სამინისტრო ცალკე უწყებად რატომ იყო, რადგან ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია და იქედან გამოძევებული ადამიანების ბედი, თუ მათი სოციალური პრობლემების გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ როცა ქვეყანაში არსებობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლის მთავარი ფუნქცია სოციალური პოლიტიკის გატარებაა, უპრიანი იქნებოდა, სწორედ ამ სამინისტროს გადაცემოდა ფუნქციების ის ნაწილი, რომელიც დევნილთა მიმართ იყო, სოციალური მიმართულებით.

იტვირთბა....