ანალიტიკურ-საკონსულტაციო ორგანიზაციას საგარეო საქმეთ ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯაანელიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ჯანელიძემ განუცხადა.
“ეს ცენტრი დაფუძნდება საქართველოში, თუმცა ვფიქრობ, ექნება საერთაშორისო აქტივობებიც. დეტალებს ვერ მოგიყვებით, იმიტომ რომ კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. იდეა არის, რომ ცენტრმა იმუშაოს საკონსულტაციო ანალიტიკური მიმართულებით, ევროპული რეფორმების, მმართველობის, ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე და ასევე, ცენტრმა შეძლოს დახმარების გაწევა როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის და სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის და ბიზნესისთვის”- განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ცენტრს თავად უხელმძღვანელებს. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ჯანელიძის თქმით, ის პროექტში არ მონაწილეობს.