ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოკერია: “მარგველაშვილმა პირდაპირ დაასახელა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე “ოცნებისთვის” სასურველი კანდიდატი”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ განაცხადა, რომ სამწუხაროა როცა პრეზიდენტი “ქართული ოცნებისთვის” სასურველ კანდიდატს უჭერს მხარს.

ბოკერიას თქმით თქმით, სწორი ნაბიჯი იქნებოდა ალტერნატიულ კანდიდატს მისცემოდა შანსი.

„სამწუხაროა, რომ მარგველაშვილმა არ მისცა შანსი ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს და პირდაპირ დაასახელა ოცნებისთვის სასურველი კანდიდატი. სწორი ნაბიჯი იქნებოდა ალტერნატიულ კანდიდატს მისცემოდა შანსი და პოლიტიკურ პროცესს ჰქონდოდა ადგილი. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა ეს არ გააკეთა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა გუშინ დაასახელა.

იტვირთბა....