ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარდაცვლილი მეშახტის შვილი: “ეს სისხლისღვრა არავის უნდა შერჩეს”

“მინდელის” შახტში გუშინ დაღუპული მეშახტის, მიხეილ გამეზარდაშვილის შვილმა გიგა გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხად, რომ ეს სისხლისღვრა არავის უნდა შერჩეს.

მისი განმარტებით, ტყიბულში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 4 მუშასთან ერთად მამამისის სიცოცხლეც ემსხვერპლა, შრომის უსაფრთხოების დარღვევამ გამოიწვია. გიგა გამეზარდაშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.

„შახტის დახურვაში გამოსავალს ვერ ვხედავ. ხალხს სესხები აქვს. იქ 1 200 ოჯახი მუშაობს და ყველა მათგანი მშიერი რჩება. ჩათვალეთ, რომ ტყიბული დაიცლება. ამიტომ ყველაფერს ჯობია, რომ შრომის უსაფრთხოება მოწესრიგდეს. მუშებს ნუ აწვებიან, შეზღუდვები მოუხსნან.
მამაჩემი 35 წელიწადი მუშაობდა შახტში. გუშინდელ დღემდე თითიც არ უტკენია, ისეთი გამოცდილება ჰქონდა. რაც მოხდა, ეს ყველაფერი შრომის უსაფრთხოების დარღვევაა, თორემ ასე უბრალოდ არ ხდება. ნახეთ ხელები როგორ აქვს დაკეცილი. უჰაერობის გამო არის მოგუდული. სხვა რა გითხრათ“, – განაცხადა გაგა გამეზარდაშვილმა.

მისივე თქმით, დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

„თუნდაც ყველაფერი ჩაიფარცხოს, ასეთ რაღაცას ჯერ მარტო ღმერთი არ გაპატიებს. ეს სისხლისღვრა არავის უნდა შერჩეს“, – განაცხადა გიგა გამეზარდაშვილმა.

ამასთან, გამეზარდაშვილის თქმით, მსგავსი ტრაგედიები რომ არ განმეორდეს, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ზედამხედველობის სამსახური.

იტვირთბა....