ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ბიოგრაფია აქვს მთავრობის ადმინისტრაციის ახლად დანიშნულ უფროსს

კახა კახიშვილი დაიბადა 1973 წლის 22 მარტს ქალაქ თბილისში;

1990-1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;

2002 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა;

2002 წელს ჩააბარა პროკურატურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდები;

2007 წელს – საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერთიფიკაციო გამოცდები, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი;

1993-1996 წლებში იყო საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის იტნის რაიონის შსს სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის პოლიციელი;

1996-1998 წლებში – ქ. თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამოამომძიებელი;

1998-1999 წლებში – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი;

1998-1999 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი;

1999-2000 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორი;

2000-2001 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უშიშროების, საბაჟო-საგადასახადობ სამსახურებში მოკვლევაზე და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი;

2001 წლის ოქტომბრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების პროკურორი და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ევროპის საბჭოში;

2001-2002 წლებში – საქართველოს გენერალური პროკურატურის კონტროლის სამმართველოს ს უფროსი;

2002-2003 წლებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ადამიანის უფლებების დაცვის დარგში;

2003 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე იყო საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სამართალდამცავ ორგანოებში;

2003-2004 – წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილების უფროსი;

2004-2005 წლებში – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში;

2005-2006 წლებში – იყო შპს “კონსულტანტის” დამფუძნებელი და დირექტორი;

2008 წელს – კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის მოადგილე;

2008 წლის თებრვლიდან ლექტემბრამდე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველი;

2008-2014 წლის ოქტომბრამდე იყო საარჩევნო და პოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი;

2010 წლიდან 2014 წლის ოქტომბრამდე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი;

2011 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” სამართლებრივი დირექტორი;

2012 წელს იყო ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან;

2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი;

2012 წლიდან 2014 წლის ოქტომბრამდე – ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტების ტანადამფუძნებელი; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს წევრი, ექსპერთტა კლუბის წევრი;

2014 წლის 7 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე;

2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად;

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

იტვირთბა....