საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებადშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი