დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კანდიდატურას დაასახელებს.
ბრიფინგი პრეზიდენტის სასახლეში 18.00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულია თორნიკე რიჟვაძის, ექვსი პოლიტიკური პარტიის მიერ არმაზ ახვლედიანის და სახალხო-საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გოჩა გუგუნავას კანდიდატურები.