აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთის აგენტი 29 წლის მარია ბუტინა დააკავეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით ის რუსეთის ხელისუფლებაზე მუშაობა. ბუტინას ადვოკატმა განაცხადა, რომ მისმა დაცვაში მყოფმა ახლახან მიიღო მაგისტრის ხარისხი ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და მისი ჯაშუშობაში დადანაშაულების საფუძველი ამერიკის ხელისუფლებას არ აქვს.
როგორც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება, ბუტინა სავარაუდოდ 2015 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე მუშაობდა ფედერალური ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი მსხვილი ბანკის ხელმძღვანელი გახდა.
აშშ კონკრეტული გვარის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ცნობილია, რომ 2018 წლის აპრილში გავლენიან რუს ბიზნესმენს ამერიკის ამერიკის სანქციები შეეხო. ასევე ცნობილია, მარია ბუტინას რუსეთში სენატორ ალექსანდრა ტორშინას თანაშემწედ მუშაობდა (ამჟამად ის „ცენტრობანკში“ მოდგილის პოზიციას იკავებს). ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლება იარაღის გამოყენებაზე” აქტიური წევრია.
ბუტინა ამერიკაში კვირას დააკავეს. სასამართლო მისთვის ბრალის წაყენებაზე ოთხშაბათს იმსჯელებს. აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური უწყების ინფორმაციით, ჯაშუშობაში ბრალდებულმა ბოლო წლებში მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა სხვადასხვა ამერიკულ ორგანიზაციებთან. ასევე იმ ადამიანებთან, რომლებიც აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ.