ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ტრამპი: “აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებს ძალიან ვენდობი”

ამერიკის შეერთებული შტატებისკენ თვითმფრინავით მიმავალმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებს ენდობა.

„როგორც დღეს აღვნიშნე, მე ჩემი დაზვერვის წარმომადგენლების მიმართ ძალიან დიდი ნდომა მაქვს. თუმცა, ამასთან აღვნიშნავ – იმისათვის, რომ ნათელი მომავალი ავაშენოთ, ყურადღება მხოლოდ წარსულზე არ უნდა გავამახვილოთ. როგორც ატომური ენერგიის მქონე ორმა უდიდესმა სახელმწიფომ, ჩვენ ურთიერთობები უნდა დავალაგოთ“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით.

შეგახსენებთ, დღეს ჰელსინკის სამიტის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის პოზიციის მართებულობა შესაძლებლად დაუშვა, რამაც ვაშინგტონში რიგი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია. ამ განცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპს თანაპარტიელები და მოკავშირეები დაუპირისპირდნენ

განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის მოკავშირე არ არის. სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში აშშ-ის პრეზიდენტის ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენის მომსწრენი გახდნე

იტვირთბა....