მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივისს ქალაქ თბილისსში;
1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვიილს სახელობოს თბილისის სახელმმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი;
1993-1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე;
1993 წელს გაიარა ჩეხური ენის კურსები პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში;
2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნეს სკოლაში;
1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ;
1997 წლიდან 2002 წლამდე იყო ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზების” კომერციული დირექტორის თანაშემწედ, ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი;
2002-2003 წლებში იყო ავიაკომპანია “Georgian Air”-ის კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენის უფროსი მენეჯერი;
2003-2005 წლებში – შპს “ბურჯის” ლოგისტიკის დეპატრტამენტის უფროსის მოადგილე. ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
2005 წელს იყო სს “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობებში;
2006 წელს – სს “ბაგები სითი ჯგუფის” პროექტის მენეჯერი;
2007-2008 წლებში – სს “ჰარქთაუნის” დირექტორი;
2009-2012 წლამდე – შპს “ქართუ მენეჯმენტის” დირექტორი;
2012 წლის 1 რიდან 2014 წლის 2 დეკემბრამდე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;
2014 წლის 2 დეკემბრიდან 2018 წლის 30 ბმარტამდე – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
2018 წლის 30 მარტს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ყავს მეუღლე და ერთი შვილი.