ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი: “ვიდეოკადრები, რომელშიც მკვდარი ცხოველები ჩანს, დადგმულია”

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელშიც ნაწამები და მკვდარი ცხოველები ჩანს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, დადგმული იყო და ვიღაცების ინტერესებს ემსახურებოდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ვიდეო, სავარაუდოდ 15 ივნისს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო, რომელმაც კადრები დადგა და ეს ყველაფერი სააგენტოს საწინააღმდეგოდ გააკეთა.

მისი თქმით, საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

ფაქტს ეხმაურება თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეც, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს და ჯგუფებს მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ და მერიის მიერ გაკეთებული ინიციატივები დააფასონ.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ დედაქალაქის მთავრობამ გარკვეულ ჯგუფებთან და ცხოველთა უფლებადამცველებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, მერიისა და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან.

ცხოველთა უფლებადამცველები თბილისის მერიასთან 18:00 საათზე აქციის გამართავას აპირებენ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც დახოცილ ძაღლებთან ერთად, ჩანს მომაკვდავი ლეკვი.

 

იტვირთბა....