ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოსცა.
მათივე ცნობით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.