ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძის შეხვედრა საზმაუს ადმინისტრაციასთან გადაიდო: “ნუ გვემალებით ბატონო ვასილ”

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, დღეს ადვოკატთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას და ვასილ მაღლაფერიძეს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა ოთხშაბათამდე გადაიდო. ინფორმაციას სარალიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

“დღეს მე და ჩემი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე უნდა შევხვედროდით საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას. კერძოდ ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს “გამომძიებელი რეპორტიორი”_ს თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.

როგორც ჩანს არ ისურვა ბატონმა ვასილმა დღეს ჩვენთან შეხვედრა და ოთხშაბათს დილის ცხრა საათზე დაგვიბარა.

იმედია ოთხშაბათს აღარ გადააცილებს და ადეკვატურ პასუხებს მივიღებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციიდან.

ჩვენ მუდამ მზად ვართ გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ ადამიანს ვინც უსამართლობის მსხვერპლი გახდება.

პ.ს.გამომძიებელი რეპორტიორის ჟურნალისტებს სამსახურიდან უშვებენ ჩემი შვილის დათო სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის გამო.

ნუ გვემალებით ბატონო ვასილ” – ნათქვამია სარალიძის განცხადებაში.

იტვირთბა....