ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ახვლედიანი წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე “თავისუფალიმა დემოკრატებმა”, შენების მოძრაობამ”, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ”, “დემოკრატიულმა მოძრაობამ” და  “თავისუფალმა საქართველომ” არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა  ოფიციალურად დაასახელა.

ამ თემაზე შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მასში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლები მსჯელობდნენ.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად თორნიკე რიჟვაძე “ქართული ოცნების” წევრებმა წარუდგინეს.

იტვირთბა....