ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბატიაშვილი: “განათლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის”

რიგგარეშე სხდომაზე განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა, რომ სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის. ბატიაშვილის შეფასებით, დღეს არსებული დაფინანსება არაეფექტურია.

„დღეს არსებული დაფინანსების მექანიზმები შეიცვლება. არ იქნება მიბმული დღევანდელ სისტემაზე, არამედ იქნება განსხვავებულ სისტემაზე, რომელიც იქნება სხვადასხვა კრიტერიუმებით შედგენილი. ამ რეფორმაში ჩართულები არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც. ამ ყველაფერს წარმოვადგენთ სექტემბერში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

იტვირთბა....