ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადიდებულმა რიონმა რაჭის სოფელ ღებში უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო

სტიქიის შედეგად რაჭაში, სოფელ ღებში მდინარე რიონმა უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ “ინტერესნიუსს” განუცხადა, რომ მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია 60-მდე ოჯახი.

გუბერნატორის თქმით, ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადიდებულია მდინარე ლუხუნიც და გადაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთი.

„დღევანდელი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე რიონი. სოფელ ღებში წაიღო უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, რის შედეგადაც გარესამყაროს მოწყვეტილია 60-მდე ოჯახი. დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სავარგულები, თუმცა სახლები არ არის დაზიანებული. სამუშაოებს ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოებთ, ველოდებით მდინარის დონის დაკლებას. ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ლუხუნია ადიდებული და ჩაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთი. იქ მობილიზებულია ტექნიკა და სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გზა გაიხსნება,“ – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

იტვირთბა....