დღეს, პარლამენტს ნდობის მისაღებად სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ წარედგინება.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარდგება. ბახტაძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის განახლებულ სტრუქტურაში 10 მინისტრი და ერთი – სახელმწიფო მინისტრია.