ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ქობულია: “ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავია, თუმცა სიღარიბის დონე არ მცირდება”

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ქობულია წარადგინა.

როგორც ქობულიამ დღეს გამართულ სხდომაზე, პარლამენტში განაცხადა, საქართველო ათჯერ ჩამოუვარდება მოწინავე ქვეყნებს.

ქობულიამ ასევე ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც, მისი შეფასებით, შთამბეჭდავია, მაგრამ საქართველო რჩება ღარიბ ქვეყანათა შორის.

„მიუხედავად კარგი პროგრესის, საქართველო დღეს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამწუხაროდ, რჩება ღარიბ ქვეყნებს შორის. ეს აიხსნება პირველ რიგში იმით, რომ მიუხედავად საკმაოდ კარგი ზრდისა, ის ეკონომიკური შემოსავალი, რომელსაც საქართველო ქმნის ერთ სულ მოსახლეზე, არის ძალიან მცირე. ჩვენ ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს. ეს არ არის საკმარისი, რომ ხალხმა კარგად იცხოვროს. სიღარიბის დონე არ მცირდება“, – განაცხადა ქობულიამ.

იტვირთბა....