საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსმენენ. მინისტრობის კანდიდატი მომავალ რეფორმებზე საუბრობს.
როგორხ გახარიამ აღნიშნა სისტემაში ხელფასების გაზრდა კვლავ გაგრძელდება.
“ჩვენ გავზარდეთ პოლიციელების ხელფასები და მინდა ვთქვა, რომ სისტემაში ხელფასების ზრდა გაგრძელდება” – განაცდადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული მინისტრთა კაბინეთი წარადგინა.
განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია.
რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა პარლამენტში
Gepostet von შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia am Donnerstag, 12. Juli 2018