ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ორი დღის განმავლობაში პარლამენტში მოუსმენენ

მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ორი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი  მოუსმენს, განიხილავს და დაამტკიცებს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, დღეს გაიმართება მინისტრების მოსმენა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის, ასევე საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში. 14 ივლისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, სადაც მთავრობა ნდობის მისაღებად გავა.

განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია.

რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.

მთავრობის ახალ სტრუქტურაში იქნება 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

იტვირთბა....