პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ “ნატო”-ს სამიტზე გაკეთებული განცხადებები “მეტრონომთან” შეაფასა. “ნატო”-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ ძალიან კარგად იმუშავა და ის იმსახურებს მეტად დაცული ქვეყანა იყოს და აუცილებლად გახდეს “ნატო”-ს წევრი.
როგორც კაკაჩიამ აღნიშნა, საქართველომ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს იმისთვს, რომ სკეპტიკურად განწყობილ “ნატო”-ს წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს შეაცვლევინოს დამოკიდებულება.
“ეს არ იყო “ნატო”-ს გაფართოების სამიტი, აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინები განსაკუთრებული არ ყოფილა. ამ სამიტიდან რა მოლოდინებიც გვქონდა მაინც პოზიტიიურად ჩავთვლი. თუნდაც ის რომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს “ნატო”-ს წარმომადგენლებმა ღია კარის პოლიტიკა და მზაობა, რომ აქართველო მიიღონ “ნატო”-ს წევრად, იმ დროს როცა ამის პოლიტიკური შესაძლებლობა იქნება.
საბოლოოდ ახალი არაფერი თქმულა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ნატოს წევრობაზე. არსებობენ გარკვეული სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოსადმი და მათ აუცილებლად უნდა დავანახოთ რომ მუშაობას ვაგრძელებთ.
საქართველოს მთავრობების ცვლილებების მიუხედავად ჩვენი კურსი არ შეიცვლება. ეს ყველაფერი კი არის ძლიერი სიგნალი სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოებისთვის, რომ მათაც მოუწევთ საკუთარი პოზიციების გადახედვა” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას კორნელი კაკაჩიამ.