ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოსო არჩვაძე: “ჟორჟოლიანის ინიციატივა არასწორად იყო მიწოდებული საზოგადოებისთვის”

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, “მეტრონომთან” საუბრისას დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივას აფასებს. როგორც ჟორჟოლიანმა განმარტა ვისაც აქვს თვიური შემოსავალი 2 500 ლარი , მათ დაებეგრებათ შემოსავლის 30%.

“მეტრონომთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ განაცხადა, რომ გია ჟორჭოლიანის ინიციატივა საზოგადოებთვის არასწორადაა მიწოდებული და ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საგადასახადო დაბეგვრა ხელფასის მიხედვით ხდება.

“მემგონი არასწორად იყო მიწოდებული გია ჟორჟოლიანის ინიციატივა. იდეა იმაში მდგომარეობს რომ მეტი შემოსავალი დაიბეგროს მაღალი პროცენტული განაკვეთით, ეს ხდება ყველა ცივილურ ქვეყანაში. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვისაც აქვს წლიური  შემოსავალი 40 000$ აშშ დოლარზე მეტი იბეგრება 35,6%-ით. მაგრამ ვისაც აქვს 8 100$-მდე ისინი თავისუფლდებიან შაშემოსავლო გადასახადიდან.

ბატონ გია ჟორჟოლიანის ინიციატივას მე ასე განვიხილავ – ვისაც აქვს 2500 ლარამდე ის დარჩება ძველ საგადასახადო სისტემაზე. ეს მხოლოდ იდეის დონეზეა და საკანონმდებლო ინიციატივის ფორმა მას ჯერ არ მიუღია. შესაძლოა დაბალშემოსავლიანებზე პირიქით შემცირდეს. ეკონომიკური თავისუფლების აქტი მართალია გადასახადების გაზრდასა და საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას უკავშირდება, მაგრამ არსად არ წერია რომ პირობითად არსებული საგადასახადო განაკვეთების პირობებში არ შეიძლება პროგრესული გადასახადის დაწესება, თუ რომელიღაც კატეგორიებისთვის შევამცირებთ.

გასაგები რომ იყოს ახლა თუ 20%ია საშემოსავლო, რატომ არ შეიძლება, ვთქვათ ვისაც აქვს დაბალი შემოსავალი მაგალითდ 60 ლარზე ნაკლები, მათთვის იყოს ვთქვათ 5% , 10%  ან საერთოდ არ იყოს გადასახადი. ვისაც აქვს პირობითად 60 ლარზე მეტი მათ გადასახადი ქონდეთ 20%. ესაა პროგრესული გადასახადის არსი” – განაცხადა სოსო არჩვაძემ “მეტრონომთან” საუბრისას.

იტვირთბა....