პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ნატო”-ს სამიტზე გაკეთებული განცხადებები “მეტრონომთან” შეაფასა. “ნატო”-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ ძალიან კარგად იმუშავა და ის იმსახურებს მეტად დაცული ქვეყანა იყოს და აუცილებლად გახდეს “ნატო”-ს წევრი.
როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, სამიტზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რუსეთს არანაირი რეაგირება არ ექნება და ჯარებს ჩვენი ტერიტორიიდან არ გაიყვანს.
“ეს განცხადებები ახალი არაა. ძალიან კარგია როცა “ნატო”-ს მხრიდან ასეთი განცხადებები კეთდება, მაგრამ ბუნებრივია რუსეთი “ნატო”-ს განცხადებით ჯარებს არ გაიყვანს და ეს მხოლოდ დეკლარაციის დონეზე რჩება. იმის ილუზია რომ “ნატოს” სამიტმა მოუწოდა რუსეთს და ის რაიმე ნაბიჯებს გადადგავს ამის იმედი ჩვენ არ უნდ გვქონდეს .
“ნატო”-ში მოხვედრის მაღალი შანსი გავაქ უკვე რამდენი ხანია . მიდის დიდი გლობალური პროცესი. საქართველო აქ არაა აქტიური მონაწილე. მოგეხსენებათ რომ “ნატო”-სა და რუსეთს შორის გარკვეული ესკალაციის ეტაპზე ვიმყოფებით. შესაბამისად ჩვენი ინტგრაციის პროცესი “ნატო”-ში დამოკიდებულია თვითონ ამ დაპირისპირების ვექტორი საით წაგვიყვანს. ასე რომ შეიძლება უცბად მიგვიღონ, იმდენად სწრაფად რომ არც ჩვენ ვიცოდეთ, ან აბსოლუტურად პირიქით რომ არასსოდეს არ მიგვიღონ. ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. ჩვენ რაც არ უნდა კარგად ვისწავლოთ როგორი კარგი სტუდენტები ან ასპირანტებიც არ უნდა ვიყოთ, დიდ გლობალურ სავაჭრო დახლზე ჩვენ ვართ პროდუქტი ვიდრე გამყიდველი” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთდ, “ნატო”-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიფინგი გამართა. სამიტის მთავრი საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და “ნატო”-ში გაერთიანების საკითხები იყო.