aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ ბატიაშვილი: “ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიცით რა ნაბიჯები გადავდგათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველო პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე სადაც თავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა განაცხადა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატად მიხეილ ბატიაშვილი დაასახელა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, რეფორმების გატარება ძალიან მოკლე დროში დაიწყება.

„განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ეს არის ის სფეროები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების 5-ვე საფეხურზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე.

ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ვფიქრობ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, იგივე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით, რა ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უმოკლეს პერიოდში უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

იტვირთბა....