ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახიშვილი: “გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ სიკეთე მოკლე დროში იგრძნოს მოსახლეობამ”

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე ისაუბრა, მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად კახა კახიშვილი წარადგინა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცდება რო კეთილდღეობა მალე იგრძნოს მოსახლეობამ.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა მოგახსენათ,მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქნები. უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭრიდება სწრაფი ეფექტი. ამიტომ ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“, – განაცხადა კახიშვილმა.

იტვირთბა....