ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი: “ჩვენი ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ახალი  მინისტრები წარადგინა განაცხადა, რომ ყველა წარდგენილი რეფორმა 20018-2019 წლებში დაინერგება.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რომ განათლბის რეფორმა იქნება ყველაზე გრძელვადიანი.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა არის განსაკუთრებული შემთხვევა, ის არის გრძელვადიანი, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული და ასევე ახალი რეფორმები, რომელსაც გავაჟღერებთ შემოდგომაზე, თითოეული მათგანი დაინერგება 2018-2019 წლებში. შესაბამისად, ამ რეფორმების კოორდინაციას და მის დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური სამთავრობო რგოლები, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული და აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, კახა კახიშვილი ამ ფუნქციას შეასრულებს“, – განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბახტაძემ დღეს განახლებული მთავრობის წევრები საზოგადოებას წარუდგინა, პრემიერმა დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა.

იტვირთბა....