სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი მისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
ის ეჭვობს, რომ მის შვილს სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს აბრალებენ. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, შესაძლოა, მალხაზ კობაური მკვლელობას შეესწრო, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ის დააკავა.
“ამ გლეხის ბავშვს ხელს აწმენდენ. იარაღს კი არა, დანას ვერ იჭერს ხელში. სად ჰყავდათ 4 დღე ჩემი შვილი? არავინ ვიცოდით, სად იყო და როგორც უნდოდათ ისე მოახდენდნენ ზემოქმედებას და ამის შედეგია ის, რომ მან თითქოს აღიარა. ადვოკატი ამბობს, რომ არ აღიარებს. ჩემი შვილი არ არის მკვლელი. მის უკან ვიღაც ბანდა დგას და იმან გააკეთებინა ეს ყველაფერი. სჯობს ეს ბანდა იპოვონ და რეალური დამნაშავე დასაჯონ”, – განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.