ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგამოძიებო კომისიაზე სამხარაულის ექსპერტებს გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს  მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სამხარაულის ექსპერტებს გამოკითხავენ. მათთან კანონმდებლებს საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.

„საგამოძიებო კომისია დაკითხავს ექსპერტებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავარკვიოთ არაერთი საკითხი, რომელიც უკავშირდება ჭრილობებს მათ მიმართულებას გამოყენებული აიარაღებს რაოდენობას,“-აცხადებს კახიძე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტების პასუხები განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება, რათა საგამოძიებო კომისიამ მოზარდების მკვლელობის საქმეზე სრული სურათი მიიღოს.

იტვირთბა....