კვადროციკლზე მსხდომი ორი მამაკაცი კურორტ “გოდერძიზე” ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავადა. დაშავებული ხულოს სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ,მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლად მოსპობას გულისხმობს.