ბერძნული გამოცემა Kathimerini მაღალი რანგის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საბერძნეთი ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს და ქვეყანაში შესვლას კიდევ ორ დიპლომატს უკრძალავს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების უკანონო საქმიანობაზე ათენის პოზიციას წარმოადგენს. გამოცემის წყაროების მტკიცებით, დიპლომატების უკანონო საქმიანობაში ინფორმაციის მოპოვების, გავრცელების მცდელობებისა და სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვა იგულისხმება.