ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი: “არასრულწლოვანი მოწმეები ხორავას ქუჩის საქმის დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ”

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მოწმეები დეტალებზე არ საუბრობენ. მისი თქმით, დღევანდელი ჩვენებებიდან მძიმე სურათი გამოიკვეთა.

“მოწმეები ამბობენ, რომ არაფერი უნახავთ და ძირითად საკითხებზე არის ასეთი პასუხები. სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა რეალური ინფორმაცია მივიღეთ. უნახავთ თუ არ უნახავთ რა მოხდა, ამის თქმა რთულია, თუმცა თავს არიდებენ დეტალებზე საუბარს.

ისინი აცხადებენ, რომ საპირფარეშოში არაფერი მომხდარა, ყველა მეგობრები არიან, დაჭრის მომენტზე კი ამბობენ, რომ არ უნახავთ სხვადასხვა მიზეზების გამო, რადგან ე.წ. კაპიუშონი მქონდა თავზე ჩამოფარებული და ვერაფერს ვხედავდიო, ხან იდაყვი მომხვდა, გავითიშე და ვერაფერს ვხედავდიო”,- განაცხადა ზურაბიშვილმა ორი არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის შემდეგ.

იტვირთბა....