ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტერორიზმში ბრალდებული მარგოშვილი ჩატაევთან კავშირს ადასტურებს

რამაზ მარგოშვილმა, რომელიც ტერორიზმის ბრალდებითაა დაკავებული,  სასამართლოს დღეს პირველი ჩვენება მისცა.

ბრალდებული აცხადებს, რომ ის ჩატაევს იცნობდა, მასთან სირიაში 2015 წელს იმყოფებოდა.
მარგოშვილი ამბობს, რომ ჩატაევის თხოვნით მას ფინანსური პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებოდა, თუმცა დაკავებული აცხადებს, რომ  ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

რამაზ მარგოშვილმა სასამართლოს ჩვენება გირაოთი გათავისუფლებული შავხალქავთარაშვილის წინააღმდეგაც მისცა.

იმის გამო, რომ პროცესები დახურულია დეტალებზე არ საუბრობენ ადვოკატები, თუმცა ამბობენ რომ მარგოშვილის ჩვენების საფუძველზე ქავთარაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე უნდა დაიწყოს.

იტვირთბა....