ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვინ არის და როგორ ახასიათებენ განათლების მინისტრობის შესაძლო კანდიდატს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ბატიაშვილს ახასიათებს. “მე მას ვიცნობ როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს. ის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის რექტორია” – ამბობს ჯაში.

“კვლევაზე ზუსტად იმ უნივერსიტეტში ვმუშაობ, რომელსაც ბატონი მიხეილი ხელმძღვანელობს. პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო, თუმცა კანდიდატთან დაკავშირებულ განხილვებს ვერ დაგიდასტურებთ”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის პოსტს მიხეილ ჩხენკელი დატოვებს და მის ადგილზე, შესაძლოა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნოს.

იტვირთბა....