სოზარ სუბარი დაიბადა 1964 წლის 4 ნოემბერს, მესტიის რაიონი სოფელ ჭუბერში;
1995 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკედემიის თეოლოგიის ფაკულტეტი;
1981-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრსა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში;
1989 წლიდან 1995 წლამდე მსახურობდა დავით გარეჯის მონასტერში, დმანისი სიონისა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრებში მედავითნედ;
1993 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში;
1995-2000 წლებში იყონ გაზეთ “კავკასიონის” კორესპონდენტი, შემდგომში რედაქტორი, 1996-2003 წლებში იყო “რადიო თავისუფალი ევროპის” კორესპონდენტი;
1998-2001 წლებში იყო ლონდონის ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტების კორესპონდენტი;
2002 წელს დააფუძნა კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი;
2003-2004 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘თავიუფების ინსტიტუტში” პროექტ – “კანონის უზენაესობის” დირექტორად;
2004-2009 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველი;
20029 წელს აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად;
2012 წლის 1 ოქტომბერს აირჩიეს საქართველოს პარლამენტში;
2014 წლის 21 ივლისს დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად;
2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშან საქარველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად, ხოლო 2014 წლის 26 იანვარს – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად;
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;
ყავს მეუღლე და სამი შვილი;