ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე ბანაობა უსაფრთხოა

თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე ბანაობა უსაფრთხოა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენთო, “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს.  გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება.

მათივე განმარტებით, წყლის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ხორციელდება და სააგენტოს სპეციელისტები საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, წყლის სინჯებს თვეში ერთხელ იღებენ.

“მონიტორინგი გრძელდება. სექტემბრის თვის ჩათვლით განხორციელდება კვლევები. კვლევა თვეში ერთხელ ტარდება”, – განაცხადეს სააგენტოში.

სააგენტოს ცნობით, სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა; 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

იტვირთბა....