ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რია ნოვოსტი: “სამიტზე შესაძლოა პირდაპირ გაცხადდეს, რომ საქართველო ნატოში სამოქმედო გეგმის გარეშე შევა”

რუსულ პოოპულარულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის”, ბრიუსელში დიპლომატიური წრიდან განუცხადეს, რომ ნატო მზადაა სამოქმედო გეგმის გარეშე საქართველო მიიღოს თავის რიგებში. ამის შესახებ თავად “რია ნოვოსტი” წერს.

“მიმდინარე წლის 11-12 ივლისს გასამართ სამიტზე, ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ხაზს გაუსვამს საქართველოს როლს ნატოს რიგებში. ვერც ერთი ქვეყანა ვერ ჩაერევა ნატოს გაფართოების საკითხებში. სამიტზე შესაძლოა პირდაპირ გაცხადდეს, რომ საქართველოს ნატოში სამოქმედო გეგმის გარეშე შევა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი საუბრები უკვე მიდის” – განუცხადა წყარომ “რია ნოვოსტის”.

შეგახსენებთ, ინსტიტუციონალური მოლაპარაკებები ნატოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ნატოში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო, რომელიც უფრო და უფრო 2003 წლის შემდეგ გაძლიერდა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ შესაბამისი სტანდარტების დაცვის შემდეგ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ნატოს სამიტზე უელსში კი, 2014 წელს დამტკიცდა შესაბამისი მოქმედებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია.

იტვირთბა....