ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტაილანდში გამოქვაბულიდან მეექვსე მოზარდი გამოიყვანეს

ტაილანდში დატბორილი გამოქვაბულიდან მეექვსე მოზარდი ამოიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო Kyodo წერს. მოზარდის ვინაობა არ სახელდება, უახლოეს დროში მას ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ჩიანგრაის პროვინციაში, გამოქვაბულში ივნისის ბოლოდან მოზარდების საფეხბურთო გუნდი მწვრთნელთან ერთად იყო ბლოკირებული. ისინი გამოქვაბულში ძლიერი წვიმის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდნენ, წვიმის შედეგად კი, შესასვლელი დაიტბორა.
გამოქვაბულში ჩარჩენილები მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს. სამაშველო ოპერაციას ის ფაქტორიც ართულებდა, რომ ტაილანდში წვიმების სეზონი დაიწყო.

იტვირთბა....