ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დატბორილი გამოქვაბულიდან ტაილანდში მეხუთე მოზარდი ამოიყვანეს

ტაილანდში, დატბორილი გამოქვაბულიდან მეხუთე მოზარდი ამოიყვანეს, ის უკვე საველე ჰოსპიტალშია მოთავსებული. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „ქჰაო სოტი“ წერს.

„მეხუთე მოზარდი მიწის ზედაპირზეა. ის გამოქვაბულთან განლაგებულ საველე ჰოსპიტალშია მოთავსებული, სადაც მას ჩიანგრაის საავადმყოფოში გადასაყვანად ამზადებენ. მოზარდი გამოქვაბულიდან ადგილობრივი დროით 16:45 საათზე ამოიყვანეს“, – წერს გამოცემა.

ამასთან, გამოქვაბულიდან ჩიანგრაის საავადმყოფომდე მიმავალი გზა კვლავ გადაკეტილია, რათა გადარჩენილი მოზარდები საავადმყოფოში მაქსიმალურად სწრაფად მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჩიანგრაის პროვინციაში, გამოქვაბულში ივნისის ბოლოდან მოზარდების საფეხბურთო გუნდი მწვრთნელთან ერთადაა ბლოკირებული. ისინი გამოქვაბულში ძლიერი წვიმის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდნენ, წვიმის შედეგად კი, შესასვლელი დაიტბორა. გამოქვაბულში ჩარჩენილები მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს. სამაშველო ოპერაციას ის ფაქტორიც ართულებს, რომ ტაილანდში წვიმების სეზონი დაიწყო.

იტვირთბა....