ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამხრეთ კორეა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს სამხრეთ კორეა ამარტივებს.

“კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან საელჩოს ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, კორეის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ,”- წერია განცხადებაში.

სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი შეეხება უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს.

იტვირთბა....