ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუბარი არც უარყოფს და არც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნონ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც სუბარმა განაცხადა, სად გააგრძელებს მუშაობას, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.
მისივე განცხადებით, იყო და დარჩება საქართველოს სამსახურში.

„ამ წუთში არაფერზე არ ვილაპარაკებ, სადაც ვიქნები გამოჩნდება. ყოველი შემთხვევისთვის სადაც ვყოფილვარ, საქართველოს სამსახურში ვიყავი“, – განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სუბარმა უარყო კიდევ ერთი გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნატორად ინიშნება.

როგორც ცნობილია, სამინისტრო, რომელსაც ახლა სოზარ სუბარი ხელმძღვანელობს, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე უწყებაში ერთიანდება.

იტვირთბა....